აგრეგაციის წერტილის მოწყობა ოზურგეთში

ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გურიაში, ქალაქ ოზურგეთში შესრულდა აგრეგაციის წერტილის მოწყობის სამუშაოები.

პროგრამის მიზანია მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან წვდომის ხელშეწყობა მთელი საქართველოს მასშტაბით. ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალური ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს შეუწყობს კერძო ოპერატორების მიერ საცალო ქსელების მშენებლობას და ინტერნეტის აბონენტებამდე მიყვანას.  შედეგად, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდება ისეთი პროგრამები და სერვისები, როგორებიცაა: ელექტრონული ჯანდაცვა, ელექტრონული განათლება, ელექტრონული მმართველობა, ელექტრონული კომერცია და სხვა თანამედროვე სერვისები - იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც აქამდე მსგავსი მომსახურება არ ყოფილა.