სასტუმრო გრიგოლეთი რეზორტი

კომპანიამ განახორციელა 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა, რომლის ოპერატორიც საერთაშორისო ბრენდი თრეიდმარქ ქოლექშენ ვინდჰემია.

სასტუმრო მდებარეობს გრიგოლეთში, შავი ზღვის მაგნიტური ქვიშის სანაპიროს პირველ ზოლში. 

თრეიდმარქ ქოლექშენ 6 288 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. 7 სართულიანი სასტუმრო, გამოირჩევა 60 უნიკალური დიზაინით შექმნილი ნომრით, რესტორნებით, ტერასებით, საკონფერენციო დარბაზებით, ფიტნეს და სპა ცენტრით, აუზით, სარეკრეაციო და საპარკინგე სივრცით. 

გრიგოლეთი რეზორტი, ინფრასტრუქტურითა და მომსახურების სტანდარტით შეესაბამება 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ტიპს.