სერვისები
ARMOR GROUP სამშენებლო სერვისების კომპანიაა, რომელიც რეალობად აქცევს ნებისმიერი სირთულის სამშენებლო პროექტს. კონსტრუქციები, როგორიცაა სტადიონი, აეროპორტი, ხიდები, ჰოსპიტალები და სკოლები, ბენზინგასამართი სადგურები, ქარხნები და სხვა სახის, ჯამში ათეულობით შენობა-ნაგებობა უკვე ირიცხება ARMOR GROUP-ის გუნდის სახელზე.
გამოცდილება და რესურსები საშუალებას გვაძლევს შევასრულოთ ნებისმიერი სირთულის სამშენებლო სამუშაო შეთანხმებულ დროში მაღალი ხარისხის სტანდარტების სრული დაცვით.
ჩვენი სამუშაო პროცესი შემდეგ ეტაპებს გადის, სანამ დასრულებულ პროექტს დამკვეთს გადავცემთ:
- პროექტის პარამეტრების დამკვეთთან ერთად დაზუსტება და კომპანიის პროფესიონალების კონსალტინგური მომსახურება, დაგეგმვის ეტაპზე
- პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკის შედგენა
- პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები
- პროექტის რეალობად ქცევის ეტაპი
- შესრულებული პროექტის დამკვეთისთვის გადაცემა ზუსტად შეთანხმებულ ვადებში