სერვისები

ARMOR GROUP სამშენებლო სერვისების კომპანიაა, რომელიც რეალობად აქცევს ნებისმიერი სირთულის სამშენებლო პროექტს. კონსტრუქციები, როგორიცაა სტადიონი, აეროპორტი, ხიდები, ჰოსპიტალები და სკოლები, ბენზინგასამართი სადგურები, ქარხნები და სხვა სახის, ჯამში ათეულობით შენობა-ნაგებობა უკვე ირიცხება ARMOR GROUP-ის გუნდის სახელზე. 

გამოცდილება და რესურსები საშუალებას გვაძლევს შევასრულოთ ნებისმიერი სირთულის სამშენებლო სამუშაო შეთანხმებულ დროში მაღალი ხარისხის სტანდარტების სრული დაცვით. 

ჩვენი სამუშაო პროცეში შემდეგ ეტაპებს გადის, სანამ დასრულებულ პროექტს დამკვეთს გადავცემთ:

  • პროექტის პარამეტრების დამკვეთთან ერთად დაზუსტება და კომპანიის პროფესიონალების კონსალტინგური მომსახურება დაგეგმვის ეტაპზე
  • პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკის შედგენა
  • პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები
  • პროექტის რეალობად ქცევის ეტაპი
  • შესრულებული პროექტის დამკვეთისთვის გადაცემა ზუსტად შეთანხმებულ ვადებში